ალექსანდრე ჯეჯელავა: "თუ ჯანმრთელობას შეექმნა პრობლემა ქიმია და ფიზიკა არ გვიშველის"

08 მაისი 2017, 00:00 4691 ნახვა

"თუ ჯანმრთელობას შეექმნა პრობლემა ქიმია და ფიზიკა არ გვიშველის" - ასე გამოეხმაურა ბათუმში მყოფი განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, სკოლებში ჯანსაღი კვების დანერგვის კამპანიას.

"ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის ფარგლებში გადავწყვიტეთ სკოლის ბუფეტებში არ გაიყიდოს ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქცია.  თუ ჯანმრთელობას შეექმნა პრობლემა ქიმია და ფიზიკა აღარ გვიშველის. ამიტომ, სკოლებში შევებრძოლებით ძალიან შაქრიანი, გაზიანი სასმელების გაყიდვას. სუხარიკებს, მარილიან პროდუქციას, ჩიფსებს და სხვა პროდუქტებს, რომლებიც მავნეა ჯანმრთელობისთვის.  მეორე ეტაპზე კი ვისურვებდით სკოლებში უკვე ბოსტნეული გაიყიდოს" - განაცხადა ჯეჯელავამ.  

ასევე მინისტრმა მშობლებს მოუწოდა, ბავშვებთან ჯანსაღი კვებაზე ისაუბრონ და ეს ცვლილებები ბავშვებს, როგორც აკრძალვა ისე არ მიაწოდონ. "მინდა მშობლებს ვთხოვო იმუშაონ შვილებთან, რომ ეს აკრძალვად არ მიიღონ ბავშვებმა და არ გაუჩნდეთ პროტესტი. ჯანსაღი სკოლის და კვების იდეა სწორად მიაწოდონ, ჩვენ კი შევეცდებით არაჯანსაღი პროდუქტების შეთავაზება მინიმალური იყოს სკოლებში" - განაცხადა ჯეჯელავამ, რომელიც ბათუმში იმყოფება.

ჯეჯელავამ აჭარის განათლების მინისტრთან ერთად, პროფესიული სასწავლებლის "ახალი ტალღის" ბათუმის ფილიალი გახსნა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი