მომდევნო 3 დღე წვიმაა მოსალოდნელი

07 მაისი 2017, 00:00 3402 ნახვა

მომდევნო 3 დღის განმავლობაში თუ ბათუმში იმყოფებით, აუცილებლად იქონიეთ საწვიმარი ან ქოლგა, მომავალი სამი დღის განმავლობაში რეგიონში იწვიმებს. შესაძლოა დილით გამოიდაროს, თუმცა დღის მეორე ნახევარში ისევ მოღრუბლულობა და წვიმაა მოსალოდნელი. 

თუმცა,როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, წვიმა არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოში, არამედ ქვეყნის მთელს ტერიტორიაზეა იქნება. პერიოდულად გავრცელდება ნოტიო ჰაერის მასები, რის გამოც, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია იყოს ელჭექიც.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში