საკონსტიტუციო სასამართლო იუსტიციის მინისტრს, იმ შემთხვევების დასახელებისკენ მოუწოდებს, როცა მოსამართლეთა უფლებამოსილება ხელოვნურად გახანგრძლივდა. ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც სასამართლო ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. განცხადებაში ვკითხულობთ-”საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მედიით გაკეთებული განმარტებისას, რომელიც ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნას უკავშირდებოდა, განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი მიზანია, შესაძლებლობა არ მისცეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, ხელოვნურად გაიხანგრძლივონ უფლებამოსილების ვადა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციის და საზოგადობის შეცდომაში შეყვანის მორიგ მიზანმიმართულ მცდელობას”,-ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.