რევოლუციის  13  წლისთავი აღნიშნეს ბათუმში

06 მაისი 2017, 00:00 2861 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის''ოფისში, დღეს 6 მაისი აღნიშნეს. 13 წლის წინ აჭარა ასლან აბაშიძის ავტორიტარული რეჟიმისგან გათავისუფლდა. კობა ხაბაზმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მისი თქმით, შეიძლებოდა, ყველაფერი მძიმე შედეგებით დასრულებულიყო.  

ოფისში სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ,  მათ შორის, პარტიის “ემსახურე საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი მედეა ვასაძე, და “ლეიბორისტული პარტიის” აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჯელალ ქიქავა, რომელთაც აღნიშნა, რომ ხელისუფლება ასლან აბაშიძის აჭარაში დაბრუნებას აპირებს, რაც  არ მოხდება. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს დღეს არაფერი აქვთ დაგეგმილი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში