11-12 მარტის მოვლენები ხელისუფლების მიერ იყო მართული - ლევან ვარშალომიძე

06 მაისი 2017, 00:00 3124 ნახვა

11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა და აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ  განცხადება გააკეთა.  ლევან ვარშალომიძის თქმით, აქცია ხელისუფლების მიერ იყო მართული. ის სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული, ყოფილი თანაპარტიელის ირაკლი ჩხვირიკიას დაკავებასაც გამოეხმაურა.

„ქართულ ოცნებაში“ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. პარტიაში ამბობენ, რომ  ხელისუფლების დადანაშაულება არასერიოზული დამოკიდებულება. 11-12 მარტის ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სულ 21 პირია დაკავებული. აქციასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებამ უმაღლესი საბჭოს ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებიც გამოკითხა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში