ვითარება  მეწყერსაშიშ  ზონაში

06 მაისი 2017, 00:00 2362 ნახვა

სოფელ ქვედა თხილვანის მოსახლეობის  ინფორმაციით, თოვლის დნობის შედეგად მდინარეში წყლის მასამ იმატა, რის გამოც  მეწყრული კერები გააქტიურდა.  აჭარის გეოლოგიური სამსახურის უფროსის თქმით, შესაბამისი დასკვნა  იანვარში გააქტიურებული მეწყერის შემდეგ დაიდო, სადაც მითითებულია, აუცილებელი იყო ტერიტორიიდან მოსახლეობის გაყვანა.

მამუკა ფუტკარაძე ამბობს, რომ  ქვედა თხილვანაში მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელი იყო. მიუხედავად რეკომენდაციებისა, სოფელში მოსახლეობის ნაწილი მაინც რჩება.  ბოლო  მეწყერი ქვედა თხილვანაში იანვარში გააქტიურდა. მაშინ მოსახლეობასა და სამთავრობო კომისიას შორის მოლაპარაკებების შედეგად, 28 ოჯახი 25 ათას ლარიან “საცხოვრებლით უზურნველყოფის პროგრამაში”  ჩაერთო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი