სასამართლო 50 გონიოელის სარჩელს განიხილავს

05 მაისი 2017, 00:00 4640 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ე.წ. "გონიოელების ჩამორთმეული მიწის"  საქმის გქნხილვა მიმდინარეობს . გონიოში მცხოვრები 50 ოჯახი, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიის მიერ 2016 წლის ივნისისა და სექტემბრის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც 271 მოქალაქიდან 90 ოჯახს საკუთრების უფლება გონიოში არსებულ მიწებზე აღუდგათ.

ამ გადაწყვეტილების მიუხედავად,  მიწის საკუთრებაში დარეგისტრირება ამ 90 ოჯახიდან,მხოლოდ 18-მა ოჯახმა შეძლო.

გონიოელები სასამართლოში მოითხოვენ, მიწის აღიარების კომისიის 2016 წლის გადაწყვეტილება იქნას ბათილად ცნობილი და დაიწყოს თითოეული მიწის საქმეზე ინდივიდუალური აქტების გამოცემა.  გონიოელები ამბობენ, რომ ამ ფორმით დეტალურად იქნება განმარტებული ხელისუფლების მხრიდან თუ რა კრიტერიუმებით აღუდგებათ ან არ აღუდგებათ ოჯახებს მიწის საკუთრებაზე უფლება.

საქმეს მოსამართლე ლაშა ჩავლეიშვილი განიხილავს.

გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრის მიმდებარე ტერიტორიები გონიოელებს 2007 წელს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ადგილობრივებს საკუთრებაში არჩევნების წინ დაურეგისტრირა. მოქალაქეები, კომისიის მიერ გაცემული ცნობების საფუძველზე, საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებად დარეგისტრირდნენ. თუმცა, 2010 წლის 9 ნოემბერს #36 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე იმავე კომისიამ 271 მოქალაქეს ერთდროულად გაუუქმა მის მიერვე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობები დ ჩამორთმეული ქონება კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში დააბრუნა.

წლებია ოჯახები საკუთრების უფლების აღდგენას ითხოვენ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი