მომავალ წელს აჭარის გზებზე 50 მილიონი ლარი დაიხარჯება

05 მაისი 2017, 00:00 3330 ნახვა

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა  2018-2021 წლების პრიორიტეტების პრეზენტაცია  გამართა. დეპარტამენტის მომავალი წლის ბიუჯეტი 50 მლნ ლარამდეა.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი ბიუჯეტის პროექტის განხილვაში პეტიციების გამო ჩაერთო.

არჩილ ხახუტაიშვილი ამბობს, რომ   მოსახლეობა  გზების მოწესრიგებას ითხოვს. იგი მთავარ აქცენტს შესრულებული სამუშაოების  ხარისხსა და მონიტორინგზე აკეთებს. საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის უფროსის - არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით,  მონიტორინგს მუდმივად ახორციელებენ,  გზების საგარანტიო ვადად კი დეპარტმენტს 3 წელი აქვს მითითებული. 

ამავე კატეგორიაში