ჩინური წარმოების ახალმა სამგზავრო თვითმფრინავმა პირველი რეისი შეასრულა. ლაინერმა სტარტი აიღო შანჰაის აეროპორტიდან, სადაც ახალი თვითმფრინავის შემქმნელი სახელმწიფო კომპანია "კომაკის" საწარმოო ცენტრია. პირველი რეისი სი-919-მა მგზავრების გარეშე განახორციელა. ბორტზე მხოლოდ 5 ადამიანი იმყოფებოდა - პილოტები და ინჟინრები.
კომაკ-919-ი ჩინელი მწარმოებლების ჩანაფიქრით, ბოინგისა და ეარბასის პირდაპირი კონკურენტი უნდა გახდეს. წარმატების შემთხვევაში სი-919-ი პირველი ჩინური საშუალო მაგისტრალური თვითმფრინავი იქნება, რომელიც ავიაგადაზიდვების მსოფლიო ბაზარზე გამოჩნდება. თვითმფრინავი 168 მგზავრს იტევს და 5 ნახევარი ათასი კილომეტრის დაფარვა შეუძლია. ლაინერი 50 მილიონამდე დოლარი ღირს, რაც ბოინგისა და ეარბასის ღირებულების ნახევარს შეადგენს.