პენტაგონის განცხადება

05 მაისი 2017, 00:00 2538 ნახვა

პენტაგონმა სირიაში მეჩეთზე  ავიაიერიში აღიარა.  მარტში ქვეყნის ჩრდილოეთით განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა.  პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებით,  დაბომბვისას ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობა დარწმუნებული იყო, რომ ნაგებობას ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ქაიდა" იყენებდა.

პენტაგონმა ვერ დაადასტურა, იყო თუ არა ავიადარტყმის დროს მეჩეთის შენობა სამიზნეთა ნუსხაში.  22 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო პროკურატურამ სირიის ჩრდილოეთში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის ოფიციალური გამოძიება მას შემდეგ  დაიწყო, რაც ადგილობრივებმა  40-ზე მეტი ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი