გელაურში მიმდინარე 3 ქუჩის კეთილმოწყობა დადგენილ ვადებში ვერ მოესწრება,- აცხადებს ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი. ბონდო თედორძის იფნროამციით, ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები არ მიმდინარეობს, რის გამოც გამგეობას ადანაშაულებს. ადგილობრივები ფაქტს უარყოფენ, მათი თქმით სამუშაო პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს.
ბრალდებას აბსურდს უწოდებს გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსიც, რომლის იფნროამციითაც ობიექტის მონიტორინგი ყოველდღიურად მიმდინარეობს. გელაურში პოპოვის, პუშკინისა და ვაჟა ფშაველას ქუჩების კეთილმოწყობისთვის მლნ ნახევრამდე თანხაა გამოყოფილი. სამუშაოები წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.