გუშინ გონიოში მომხდარი ავარიის ერთ-ერთი მონაწილე ამ წუთებში გამოკითხვაზეა

04 მაისი 2017, 00:00 8091 ნახვა

"მერსედესის" მარკის ავტომობილის მძღოლი შსს აჭარის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. ინფორმაციას შსს პრესამსახურში ადასტურებენ. გუშინ "ოპელისა" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები შეჯახების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. ვრცელდებოდა ინფორმაცია მესამე დაზიანებულის შესახებ, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია არც შსს და არც სასწრაფო დახმარების სამსახურში დაადასტურეს.  

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუშინ მომხდარი ავარიის დროს, მძღოლი მიიმალა და თურქეთ-საქართევლოს საზღვარი გადაკვეთა, თუმცა მიმალვის შესახებ ინფორმაცია შსს არ დაადასტურეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან აცხადებენ, რომ მესამე პირის ვინაობა, რომელიც ავარის მონაწილე იყო ამ დროისთვის დადგენილია და მისი გამოკითხვაც მიმდინარეობს.  გუშინ შსს ავარიის დროს, მხოლოდ ორი გარდაცვლილის შესახებ ადასტურებდნენ ინფორმაციას და ინციდენტის მესამე მონაწილეზე ინფორმაცია არ ზუსტდებოდა.  

საქმეზე გუშინ დაიწყო გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-7 პუნქტით აღძრა, რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევის გამო, 2-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი