ამერიკელი კონგრესმენების მიმართვას ეხმაურებიან კანონმდებლები. სპეციალური ბრიფინგი გამართა თამარ ხულორადავამ. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს მიმართვა მაჩვენებელია იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად.
საპარლამენტო ოპოზიციის თქმით, კონგრესმენების მიმართვა არის მხარდაჭერა ქვეყნისადმი და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიისადმი.