საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვებში პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩაერთვება. ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ისინი ელოდებიან პარლამენტის შეთავაზებას, თუ რა წესი განისაზღვრება კომისიის მიერ. გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური მდივანი აცხადებს, რომ პრეზიდენტის კამპანიაც ემსახურებოდა, იმას, რომ საზოგადოება უფრო მეტად ყოფილიყო მომზადებული განხილვებისთვის და არ ყოფილიყო ფორმალური.