ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის განცხადება

03 აპრილი 2025, 17:56 214 ნახვა
00:00
00:00

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ განხორციელებას და საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებაში დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
„კანონმა, სხვა ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, შეიძლება, კიდევ უფრო შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების საქმიანობა -აღნიშნულია განცხადებაში, რომლის მიხედვითაც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს ამ სფეროში საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებაში სამართლებრივი მიმოხილვისა და კონსულტაციის სხვა ფორმების საშუალებით, მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი