რეფინანსირების განაკვეთი 7%-მდე გაიზარდა

02 მაისი 2017, 00:00 1879 ნახვა

მიმდინარე წლის აპრილის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 27 356 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7,0 პროცენტამდე გაეზარდათ. "საზოგადოება და ბანკების" ინფორმაცით,   1 მარტიდან 1 აპრილამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 3 972-ით. 27 356 ხელშეკრულებიდან 12 042 სამომხმარებლო სესხია, მოცულობა კი 149,2 მილიონი ლარი.

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 აპრილის მონაცემებით 8251 სესხია მიბმული.2 250 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 543, 85 მილიონი ლარია. ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. მონეტარული პოლიტიკის ახალი განაკვეთი, 7 პროცენტი, ძალაში 4 მაისიდან შედის.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი