სასამართლო პროცესი საავტორო უფლებებზე

02 მაისი 2017, 00:00 3065 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს საავტორო უფლებებთან დაკავშირებით რამდენიმე სასამართლო პროცესი გაიმართა. საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია ნებართვის გარეშე მუსიკალური ნაწარმოების გამოყენებას ერთდროულად სხვადასხვა კერძო და საჯარო შეპესეს ედავება. მათ შორის ერთ-ერთი “ ბი თი ემ ტექსტილი”  და “ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრია”.

ერთ შემთხვევაში მხარეები მოლაპარაკებაზე შეთახმდნენ, ხოლო სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის საქმის არსებითი განხილვა 7 მაისისთვის გადაიდო. მიზეზი ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტზე მოდავე მხარის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების არ ქონა გახდა. საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წარმომადგენელმა კომენტარი დავებზე  არ გააკეთა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი