ქობულეთში სასმელი წყალი უსაფრთხოა, აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ოთარ ზოიძის თქმით, წყალი ხუთ მაჩვენებელზე შემოწმდა და სტანდარტებს შეესაბამება. ზოიძე ამბობს, რომ პრეტენზიები მხოლოდ მოსახლეობის ნაწილს აქვს და რეალურად პრობლემა მუნიციპალიტეტში ამ კუთხით არ არსებობს. თუმცა ,, მთავარის" შეკითხვაზე, რატომ აქვს წყალს უსიამოვნო გემო, ზოიძე აცხადებს, რომ ,ეს შესაძლოა მოძველებულ მილებს უკავშირდებოდეს.
რატომ გააქტიურდა პრობლემა, თებერვალში მომხდარი შემთხვევის შემდეგ, შპს ქობულეთის წყლის დირექტორს პასუხი არ აქვს. საპირისპიროს აცხადებენ სპეციალისტები, მათი ინფორმაციით წყლის გემო არ შეიძლება უკავშირდებოდეს მილებს ,რადგანაც ქალაქის ტერიტორიაზე ის რამდენიმე წლის წინ შეიცვალა.
აჭარის ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში აცხადებენ ,რომ წყლის წარმოდგენილი სინჯები ტექნიკურ რეგლამენტს შეესაბამება ,მაგრამ პრობლემის არსებობის შემთხვევაში უფრო ღრმა კვლევა, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უნდა ჩაატაროს.