შექმენი და დასაქმდი“ - ამ სახელწოდებით არასამთავრობო ორგანიზაცია "საორსამ“ 3-თვიანი პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა ქობულეთში. პროექტის ფარგლებში, კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა აჭარის რეგიონში მცხოვრებმა 18-29 წლამდე ასაკის 23-მა ახალგაზრდამ სასწავლო პროგრამა გაიარა, რომელიც სამი მოდულისგან შედგებოდა: კარიერული განვითარება, დასაქმების უნარები, ფინანსური წიგნიერება და მეწარმეობა. პროექტის ფარგლებში ჩატარდა მეწარმეობის კვირეული, ახალგაზრდებმა მოინახულეს აჭარაში მოქმედი საწარმოები.