ბოლო რვა თვის განმავლობაში საქართველოდან 93.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა

29 მარტი 2025, 14:53 194 ნახვა

2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 26 მარტის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 15 ათასი ტონა თხილია ექსპორტირებული.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტირებული თხილის ღირებულება 93.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თხილის საშუალო საექსპორტო ფასი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15%-ით გაიზარდა და 6.23 $/კგ შეადგინა.

ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე - იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, ჩეხეთში, განხორციელდა. გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა, ექსპორტი განხორციელდა სომხეთში, ჩინეთში, თურქეთში, ისრაელში, რუსეთში, უკრაინაში.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 2.6 ათასი ტონით (21%-ით), ხოლო ღირებულება - 25.9 მლნ აშშ დოლარით (39%-ით) გაიზარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში