გუგლის გადამღები ჯგუფები საქართველოში იმყოფებიან

29 მარტი 2025, 11:58 296 ნახვა

Google Street View საქართველოში ოპერირებას ოფიციალურად იწყებს. გუგლის სპეციალური გადამღები ჯგუფები საქართველოში იმყოფებიან და მომდევნო 12 თვის განმავლობაში, ქვეყნის 24 ქალაქში 360 გრადუსიან პანორამულ გამოსახულებებს გადაიღებენ, რომელიც Google map-ზე დაემატება.
პროექტის ფარგლებში იგეგმება 15,000 კილომეტრის დაფარვა, მათ შორის თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ახალციხის, მცხეთის, თელავის, ზუგდიდის, გორის, ოზურგეთისა და ა.შ. საქართველოს ქალაქების 360 გრადუსიანი პანორამული გამოსახულებების გამოქვეყნება 2026 წელს დაიწყება, რაც ვიზიტორებს მისცემს საშუალებას წინასწარ დაათვალიერონ საქართველო და უკეთ დაგეგმონ მოგზაურობა. Street View-ის გამოსახულებები მოიცავს მხოლოდ საჯარო საკუთრებას, ასევე კერძო ტერიტორიებს, რომელთა ფოტოგრაფირების ნებართვაც არსებობს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში