რა ნაბიჯებს დგამდა ქართული მხარე აგვისტოს ომის დროს კონფლიქტის ზონაში მოსახლეობის ევაკუაციისთვის? როგორი იყო ამ საკითხზე კონკრეტული პირების გადაწყვეტილებები? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს, დილიდან 4 საათზე მეტ ხანს პასუხობდა 2008 წელს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი. სწორედ ევაკუაციის საკითხს მოჰყვა სხდომაზე მხარეებს შორის კამათიც.
მამუკა ყურაშვილმა გაიხსენა კონფლიქტის ზონაში ელჩების გაგზავნის ეპიზოდიც, რომლის შემადგენლობაშიც, მისი თქმით, რუსეთის ელჩიც იყო.
გოგა ხაინდრავას უსმენენ ამ წუთებში, რომელიც 2004-2006 წლებში სახელმწიფო მინისტრი იყო. მან საუბარი სწორედ აგვისტოს ომის ქრონოლოგიის გახსენებით დაიწყო, გააკრიტიკა მისი წინამორბედი გამომსვლელებიც და მოუწოდა ყველას, რომ კომისიის სხდომაზე უნდა ითქვას ყველაფერი იმისთვის, რომ ხალხმა იცოდეს სიმართლე.