მამუკა ხაზარაძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა

27 მარტი 2025, 19:56 275 ნახვა

მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლო უკვე დატოვა. კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი მაგისტრი მოსამართლისა და გამომძიებლის წინაშე გამოიკითხა, სადაც მისი განცხადებით მთავარი კითხვა იყო ის, თუ რატომ არ მივიდა პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რაზეც ძლიერი საქართველოს ლიდერმა განაცხადა, რომ შაპიტოს ცირკში მონაწილეობას არ მიიღებდა.
მამუკა ხაზარაძემ სასამართლოში ასევე წარადგინა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ძლიერი საქართველოს ლიდერი ამტკიცებდა რომ ამჟამინდელ მთავრობას ლეგიტიმაციას არცერთი ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია არ ანიჭებდა, მისი განცხადებით მაგისტრმა მოსამართლემ მას აღნიშნული დოკუმენტების გაცნობის საშუალება არ მისცა.
ასევე, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ჯემალ ლეონიძეს მასთან არც იურიდიული და არც სამართლებრივი კონტაქტი არ ჰქონია, მისი განცხადებით ჯემალ ლეონიძის პრეტენზიები უსაფუძვლოა.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში