სტრასბურგის სასამართლომ „გამჭვირვალობის კანონზე“ საჩივრის განხილვა დაიწყო

27 მარტი 2025, 18:00 250 ნახვა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „გამჭვირვალობის შესახებ კანონთან” დაკავშირებით არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების საჩივრის განხილვა დაიწყო, ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო. თემას უკვე მოყვა პოლიტიკური შეფასება მმართველი პარტიის მხრიდან.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში