ბათუმის აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესი

27 მარტი 2025, 14:50 235 ნახვა

ციალა ქათამიძის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის განხილვა გრძელდება. სასამართლომ უკვე მოუსმინა ორ მოწმე პოლიციელს და გამოიკვლია  ვიდეო მტკიცებულებები, რომლებმაც შეადგინეს პატაკი და დაკავების ოქმი. მათი გამოკითხვას ადვოკატები ითხოვდნენ.

ქათამიძე დააკავეს და მისი დაკავების ოქმი შეადგინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს  წარმომადგენლების განცხადებით, ციალა ქათამიძეს ეკრძალებოდა  მანიფესტაციებში მონაწილეობა, რადგან მათი მტკიცებით, თავდაცვის სამსახურის თანამშრომელია.

ქათამაძის განმარტებით, ის რეზერვისტია და  წელიწადში მხოლოდ 45 დღე მსახურობს. ქათამიძის შეფასებით, ეს არის მოქალაქის  გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა. სამოქალაქო აქტივისტს შსს სამართალდამცავების სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება და ის 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

სასამართლომ დღეს ამავე აქციის 2 მონაწილე „ლელოს წევრი“ ვაჟა დარჩია და „გახარიას პარტიის“ წევრი  აკაკი გვიანიძე 1000-1000 ლარით დააჯარიმა. მათ მუნიციპალური ინსპექცია ქალაქის იერსახის დამახინჯებას ედავებოდა

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში