„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება“ - ფორუმი

27 მარტი 2025, 10:19 205 ნახვა

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე, ასევე კლიმატის ცვლილებების მიმართულებით საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების მნიშვნელობაზე სათემო ფორუმზე იმსჯელეს.

კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ ფორუმს გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელიც დაესწრო. სათემო ფორუმის ფარგლებში გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ პროგრამის ფარგლებში ჩატარებული გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებულები.

კონკურსის „უსაფრთხო თემი“ გამარჯვებული 2 სათემო ორგანიზაცია, ათი სკოლა და ექვსი გამარჯვებული საბავშვო ბაღი გახდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში