საგამოძიებო კომისია პროკურატურას მიმართავს დაიწყოს გამოძიება მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ

25 მარტი 2025, 18:01 231 ნახვა

პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო, მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნა. ბადრი ჯაფარიძეს კი კომისია სთავაზობდა, პარლამენტში 16-საათამდე მისვლას და შეკითხვებზე პასუხის გაცემას, თუმცა ჯაფარიძემ სხდომაზე მისვლაზე უარი განაცხადა. კომისიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი, სისხლის სამართლის დანაშაულია.
შეგახსენებთ რომ საგამოძიებო კომისიამ დღეს ნავთობკომპანია "მაგნატის" ჩამორთმევის საქმე განიხილა. მოუსმინეს დაზარალებულ ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძეს და მის ადვოკატს, რომლებმაც ბიზნესის წართმევის სქემაზე ისაუბრეს და დაასახელეს კონკრეტული გვარები.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში