მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის კომისიაზე დაბარების საკითხი

24 მარტი 2025, 18:09 285 ნახვა

თბილისის მერი საგამოძიებო კომისიის მიერ მამუკა ხაზარაძისა და და ბადრი ჯაფარიძის დაბარებას ეხმაურება, კახა კალაძის თქმით, ყველას კარგად ახსოვს, რა ხდებოდა ბიზნესის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როგორ ხდებოდა დაკავებები, ციხეებში ნოტარიუსების შეყვანა და ბიზნესების გადაფორმება, მისი განცხადებით მაშინ ხაზარაძე-ჯაფარიძე პოლიტიკაში არ ყოფილან, მაგრამ მათ თავიანთი როლი ჰქონდათ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში.
ცნობისთვის საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა.კომისიის სხდომა 25 მარტს გაიმართება, რომლის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის - შპს “მაგნატის“ საქმის განხილვა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში