ევროკავშირი თუ გადაწყვეტს, ხვალვე არის შესაძლებლობა, გავაგრძელოთ ურთიერთობები იმ საკითხებზე საუბრით, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო ევროპული მომავლისთვის - მაკა ბოჭორიშვილი

24 მარტი 2025, 14:09 180 ნახვა

ევროკავშირი თუ გადაწყვეტს, ხვალვე არის შესაძლებლობა, გავაგრძელოთ ურთიერთობები მაგიდასთან იმ საკითხებზე საუბრით, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, საქართველოსთვის და ჩვენი საერთო ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ერთგვარი გამბედაობა არის საჭირო, რომ შეწყდეს საქართველოსთან დაკავშირებით უსამართლო ნაბიჯები.

„ამას სჭირდება ერთგვარად გამბედაობაც, რომ ევროკავშირის მხრიდან გადაიდგას ეს ნაბიჯი და შეწყდეს უსამართლო ნაბიჯები, უსამართლო დამოკიდებულება, რაც არის საქართველოსთან მიმართებით და გამომდინარეობს კონკრეტული მიზეზებიდან, რაც უკვე ცხადად ჩანს და ვხედავთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში