ახალი ხე-მცენარეები ციხისძირის პარკში

07 აპრილი 2016, 00:00 5281 ნახვა

ციხისძირში, ყოფილი სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე ახალი პარკი ეწყობა. 140 ჯიშის ხე-მცენარე იმ ტერიორიაზე დაირგვება საიდანაც რამდენიმე დღის წინ ასწლოვანი ტიტა გადარგეს. პარკის გაშენებისთვის მცენარეების ნაწილი იტალიიდან ჩამოიტანეს. პარკის მოწყობითვის ხეები ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა. თითოეული მცენარის ღირებულიბა დაახლოებით 150 დან 250 ევროა. პარკის მოწყობის სამუშაოებს კომპანია "ზიმო" ახორციელებს , რომელიც დაახლეობით ერთ თვეში დასრულდება. კომპანია კი იმ ორი ხის გადატანას რომელსაც ახლა აპირებდა შემოდგომაზე დაიწყებს.

ამავე კატეგორიაში