დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

23 მარტი 2025, 11:31 486 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირები: 1982 წელს დაბადებული ზ.გ. და 1977 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში