ბათუმის ორ სკოლას აუდიტის სამსახური სწავლობს. ინფორმაციას აჭარის განათლების,კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ადასტურებს. როგორც მინისტრმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან შეხვედრის დროს განაცხადა, გარკვეული ეჭვების საფუძველზე, #11 და #1 საჯარო სკოლების ადმინისტრაციების შესამოწმებლად აუდიტის სამსახური შევიდა.
მინისტრის განცხადებით, "ბათუმის #11 საჯაროს კოლაში დარღვევები გამოიკვეთა და რეაგირებისთვის საქართველოს განათლების სამინისტროს გადაეგზავნა. პირველ სკოლაში კი მიმდინარეობს შემოწმება. შემოწმების დასრულების შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება დადგება თუ არა მოქმედი დირექტორები პასუხისმგებლობის საკითხი" - განაცხადა შამილიშვილმა.
რატომ ამოწმებს აუდიტი #1 და #11-ე საჯარო სკოლებს და კონკრეტულად რა ტიპის ეჭვები გაჩნდა სამინისტროში, დეტალებზე ამ დროისთვის მინისტრი არ საუბრობს.