დაკავება ყალბი ფულის დამზადების ფაქტზე

01 მაისი 2017, 00:00 4037 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის დამზადება - გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული, 100 და 200-ლარიან ყალბ კუპიურებს სისტემატურად ამზადებდა და შემდგომში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დახმარებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტსა და ფიზიკურ პირებზე  ასაღებდა.

საქმეზე გამოძიება 212 - ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი