ლიტერატურული საღამო

18 მარტი 2025, 20:15 149 ნახვა

„და გაზაფხულებს შევხვდებით ერთად“ - ამ სახელწოდებით მწერალთა სახლში ლიტერატურული საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე ,რომელიც ქალებსა და გაზაფხულის დღესასწაულებს მიეძღვნა, აჭარაში მოღვაწე ქალ პროზაიკოსთა კრებული „არმაღანი“ წარადგინეს.
კრებული ათი პროზაიკოსის შემოქმედებას აერთიანებს, წიგნში თითო ავტორის ხუთამდე პროზაული ნაწარმოებია წარმოდგენილი. შემოქმედებით საღამოზე ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს ბათუმის მე-9 სკოლის მოსწავლეებმაც.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში