მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ჯემალ ნოღაიდელის სახელი სოფელ წყავროკის საჯარო სკოლას მიენიჭა. ინიციატივა მასწავლებლებსა და დირექტორს ეკუთვნით.
ჯემალ ნოღაიდელი აჭარული დიალექტის, ზეპირსიტყვიერებისა და მუსიკალური ფოლკლორის, ეთნოგრაფიის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი იყო. საზოგადო მოღვაწის სახელობის აბრა საზეიმოდ გაიხსნა.