ანტინარკოტიკული რეფორმა

17 მარტი 2025, 14:50 81 ნახვა

ნარკოდამოკიდებულ პირთა მკურნალობის ფორმების, მათ შორის იძულებით მკურნალობასთან დაკავშირებით მეტი დეტალი დღეს დაგეგმილი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი. 

ანტინარკოტიკული რეფორმის ფარგლებში შემუშავებულ ცვლილებებს საპარლამენტო კომიტეტებში განიხილავენ.

ცვლილების მიხედვით, მკაცრი მიდგომებია ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისთვის. მცირე ოდენობის ნარკოტიკის გაყიდვის შემთხვევაშიც, სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება.

ახალი ანტინარკოტიკული რეფორმის მიხედვით, დამატებითი შეზღუდვები დაუწესდებათ მომხმარებლებსაც.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ცვლილება შედეგს ვერ მოიტანს, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები კი  პირიქით, ცვლილებების მნიშვნელობაზე საუბრობენ.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი