პრეზიდენტმა მემორიალი გახსნა

30 აპრილი 2017, 00:00 2049 ნახვა

საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე მეოთხე მექანიზირებულ ბრიგადაში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, ქართველი ჯარისკაცების როლსა და თავდადებაზე გაამახვილა ყურადღება.

პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან ერთად აფხაზეთში, 2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელობის მემორიალი გახსნეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიგადის ტერიტორიაზე მემორიალის აშენების ინიციატივა დაღუპული გმირების თანამებრძოლებს ეკუთვნით.

მემორიალზე დატანილია აფხაზეთში, აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული, ასევე უგზოუკვლოდ დაკარგული 104 სამხედრო მოსამსახურის სახელი, რომლებიც აღნიშნულ ბრიგადაში მსახურობდნენ. მემორიალის გახსნის შემდეგ  263 ახალწვეულმა, სამხედრო ფიცი დადო.

ამავე კატეგორიაში