რატომ დაინიშნენ სკოლებში რესურსცენტრის წარმომადგენლები?

17 მარტი 2025, 11:10 246 ნახვა

''ქართული ოცნება'' ცდილობს საჯარო სკოლებში სრული კონტროლის დამყარებას - ამის შესახებ ძლიერი საქართველოს წევრმა ბრიფინგზე განაცხადა.

როლანდ შავაძის განმარტებით, რესურსცენტრის წარმომადგენლების ახალი შტატი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მიმართულია პედაგოგებისა და დირექტორების თითოეული ნაბიჯის გასაკონტროლებლად. 

შავაძის თქმით, აღნიშნულ პოსტზე ქართულ ოცნებასთან აფელირებული პირები ინიშნებიან. მისივე ინფორმაციით, ხულოში  ამ თანამდებობაზე მერის მოადგილის მეუღლე დანიშნეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი