მომხმარებელთა უფლებების მესამე საერთაშორისო კვირეული

15 მარტი 2025, 14:56 115 ნახვა

მომხმარებლის დაცვის მესამე საერთაშორისო კვირეული ბათუმში დაიხურა. ღონისძიების ფარგლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებული შედეგები, გამოწვევები და აღსრულების მექანიზმები განიხილეს.
კვირეული მომხმარებელთა უფლებების გაუმჯობესებასა და მათი ინფორმირების გაზრდას ემსახურება. წელს სამიზნე აუდიტორიას, განსაკუთრებით, შშმ პირები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ.
სპეციალურად მათთვის,  კონკურენციის სააგენტომ ადაპტირებული საინფორმაციო ვიდეო-რგოლები და ბროშურები დაამზადა. ღონისძიების ორგანიზატორი ექვსი მარეგულირებელი უწყება - კონკურენციის სააგენტო, სემეკი, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია და სურსათის ეროვნული სააგენტოა. 15 მარტს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი