სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ დღეს გამოცხადდება.
პროცესზე ბრალდებულმა სააკაშვილმა საბოლოო სიტყვით უნდა ისარგებლოს, თუმცა, უცნობია, ის ამ უფლებას გამოიყენებს თუ არა და ჩაერთვება თუ არა სასამართლოს დისტანციურად კლინიკა „ვივამედიდან“. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.
ამ საქმეზე კიდევ 4 პირია ბრალდებული. ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.