პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო

14 მარტი 2025, 11:02 133 ნახვა

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდა წლის საუკეთესო: პროფესიული განათლების სტუდენტი, მასწავლებელი, პროფესიული განათლების პროგრამა და ბიზნეს პარტნიორი.

ძირითადი საკონკურსო კატეგორიების გარდა ფინალისტებს საქართველოს პარლამენტმა და პროფესიული უნარების სააგენტომ  სპეციალური პრიზები გადასცეს. 

ერთ-ერთი გამარჯვებული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, მარიამ ჩხაიძეა. მარიამმა ეროვნული ჯილდო ნომინაციაში - ,,წლის პროფესიული განათლების სტუდენტი” მოიპოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში