კიდევ ერთი რუსული მანიპულაცია - ვოლოდიმირ ზელენსკი ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით პუტინის განცხადებას ეხმაურება

14 მარტი 2025, 10:54 380 ნახვა
00:00
00:00

უკრაინის პრეზიდენტი ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით პუტინის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი მასზე ფაქტობრივად, უარს ამზადებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთავაზებებს ეთანხმება, თუმცა არსებობს ნიუანსები.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ პუტინი ამას ხშირად აკეთებს და უარს პირდაპირ არ ამბობს, თუმცა აკეთებს ისე, რომ პრაქტიკულად უბრალოდ აჭიანურებს ყველაფერს და ნორმალური გადაწყვეტილების მიღებას შეუძლებელს ხდის.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ყველაფერი კიდევ ერთი რუსული მანიპულაციაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში