აქციების კიდევ 5 მონაწილე სასამართლომ დააჯარიმა

12 მარტი 2025, 14:26 113 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პროევროპული აქციების კიდევ 5 მონაწილე ცნო სამართალდამრღვევად  და 5000-5000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება, რამდენიმე წუთის წინ, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ  გამოაცხადა.

დაჯარიმებული მოქალაქეები სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ.  ნაწილმა პროტესტი დარბაზშივე გამოთქვა, რის გამოც მოსამართლემ ისინი დარბაზიდან  გააძევა.

ადვოკატები დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ. პროევროპული აქციის მონაწილეებს საპატრულო პოლიცია შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევას ედავება.

ოქმის შემდგენი მხარის მტკიცებით, 31 იანვარს აქციის მონაწილეებმა მემედ აბაშიძისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთაში ზებრა გადასაავლელზე ინტენსიური მოძრაობით სავალი გზა ჩახერგეს და საავტომობილო მიმოსვლა შეაფერხეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში