აქციები ისევ გრძელდება თბილისის პარალელურად ბათუმშიც. პროტესტის მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ. მოთხოვნები უცვლელია, ისინი ხელახალ არჩევნებს ითხოვენ, ასევე მზია ამაღლობელის, თემურ ქათამაძის და აქციებზე დაკავებული სხვა მოქალაქეების გათავისუფლებას.
ამბობენ, რომ პროტესტს მანამ გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.