უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - მოთხოვნა და გამოწვევები

08 მარტი 2025, 14:52 300 ნახვა

რა ვითარებაა ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე  - 2024 სრული წლის მიმოხილვას საინვესტიციო ბანკი თალთ & თაგარტი აქვეყნებს.   2024 წელს ბათუმში თითქმის 978 მლნ დოლარის ღირებულების 15 195 ბინა გაიყიდა. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2022-23 წლებში რეკორდულად მაღალი მოთხოვნის შემდეგ, უძრავი ქონების ბაზარზე 2024 წელს გაყიდვების ტემპმა იკლო, რაც სხვადასხვა ფაქტორის ერთობლიობამ განაპირობა.
კვლევის თანახმად,  გაყიდვების კლების მიუხედავად, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემოსავლიანობით ხასიათდება.  რაც შეეხება უძრავი ქონების გაქირავების ფასებს, ამავე კვლევაში ვკითხულობთ, რომ ბათუმში, 2024 წლის დეკემბერში ქირის ფასი, როგორც მოსალოდნელი იყო, მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც ტურისტული სეზონის დასრულებას უკავშირდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში