ბაჩიაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა

07 მარტი 2025, 10:14 278 ნახვა

გიორგი ბაჩიაშვილისთვის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებული შოთა ქარუმიძე ბრალს აღიარებს.  ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატი ავრცელებს.  ადვოკატი აღნიშნავს, ქარუმიძეს გამოძიებისთვის ინფორმაცია როგორც მოწმეს აქვს მიწოდებული. მისივე თქმით, მას თანამზრახველი არ ჰყოლია, ხოლო  ბრალდებულს ბაჩიაშვილის მამა ალექსანდრე ბაჩიაშვილი არ უნახავს, მას მხოლოდ ტელეფონით ესაუბრა.

გენერალურმა პროკურატურამ  ქარუმიძეს ბრალი  გუშინვე წარუდგინა. მისი უშუალოდ დაკავება კი სარფში მოხდა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2 მარტს, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით  და ფულის სანაცვლოდ ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სომხეთის მიმართულებით მალულად გადაიყვანა გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში