გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

07 მარტი 2025, 11:01 180 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ და ახლა უკვე ძებნაში მყოფ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

პროკურორი საკუთარ სიტყვაში იმ მტკიცებულებებს შეაფასებს, რომლებიც ბრალდებულის წინააღმდეგ აქვთ მოპოვებული. 

შესაბამისმა უწყებამ ინტერპოლს გიორგი ბაჩიაშვილის წითელი ცირკულარით ძებნის თაობაზე უკვე მიმართა, რაზეც ბაჩიაშვილის ადვოკატი ამბობს „ეს სტანდარტული პროცედურაა და  ამაში სიახლე არაფერია.

ლევან მახარაშვილის თქმითვე, ინტერპოლსა  და ყველა სათანადო სტრუქტურას მიაწვდიან   ინფორმაციას, რომ ბაჩიაშვილი არ უნდა  დააკავონ.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში