ათი ადამიანი დააკავეს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების შემდეგ მომხდარი სროლის საქმეზე. საქმე ეხება 1 მარტს გაგრის რაიონში „საარჩევნო უბანზე“ მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას.
დაკავებულებს შორის არიან ოპოზიციონერი და „საპრეზიდენტო კანდიდატის“ ადგურ არძინბას ახლობლები.
ამოღებულია დამნაშავეების კუთვნილი დიდი რაოდენობით იარაღი: ავტომატები, პისტოლეტები, ხელყუმბარები და მათთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა.