მამუკა ხაზარაძის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები

05 მარტი 2025, 14:09 139 ნახვა

პარტია „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ოთხმა ბარიერგადალახულმა კოალიციამ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი უნდა ჩამოაყალიბოს. ფიქრობს, რომ დღეს არა კონკურენციის, არამედ ერთად ყოფნის დროა.  

მისივე  განცხადებით, მარში მიტინგი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პოლიტიკური პროცესისთვის აუცილებელია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნა,  მთავარი  კი კვლავ არჩევნების ჩანიშვნის მოთხოვნა იქნება.

მიაჩნია, რომ პოლიტიკური გაერთიანების ცენტრში წამყვანი როლი უნდა ითამაშოს  ყოფილმა პრეზიდენტმა, რაზეც ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ვადაგასული პრეზიდენტია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში