ხვალ უსკოს თავმჯდომარე და წევრი უნდა აირჩიონ

07 აპრილი 2016, 00:00 5354 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში ხვალ რიგგარეშე სხდომა გაიმართება. დეპუტატებმა უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და წევრი ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიონ. დეპუტატთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე ქვორუმი არ შედგება. ნაწილი კი კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს. უმაღლესი საბჭოს წევრი ასმათ დიასამიძე აცხადებს, რომ სხდომის ჩატარება 15 აპრილს, იგეგმებოდა თუმცა მმართველმა გუნდმა პროცესები დააჩქარა. დამოუკიდებელი დეპუტატი მედეა ვასაძე უსკოს წევრობის ყოფილ კანდიდატთან რუსუდან მიქელაძესთან სატელეფონო დიალოგის დეტალებზე საუბრობს. ქართული ოცნების წევრი ალექსანდრე ჩიტიშვილი ვარაუდობს, რომ უსკოს წევრობისა და თავმჯდომარეობის კანდიდატები საჭირო 11 ხმას ვერ მიიღებენ. უკვე ცნობილია, რომ ხვალინდელ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ თავისუფალი დემოკრატების და ნაციონალური მოძრაობის წევრები.

 

ამავე კატეგორიაში